27 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
რუსეთის მიერ დონეცკზე მიტანილ იერიშს, 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა- ომის 118-ე დღე უკრაინაში 

ომის 118 - ე დღეს უკრაინის ტერიტორიაზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები კვლავ გრძელდება.

რუსეთის მიერ დონეცკზე მიტანილ იერიშს, ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, 3 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 დაშავდა.

მსხვერპლი მოჰყვა დაბომბვებს დნეპროპეტროვსკის რაიონშიც, დაჭრილია 13 ადამიანი.

კვლავ დაძაბულია ვითარება სევეროდონეცკში. ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის თქმით, უკრაინელები ქალაქში მხოლოდ აზოტის ქარხნის ტერიტორიას აკონტროლებენ. უკრაინის ვიცე პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, ქარხანას 300 - მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს.

ოპერატიული სარდლობა იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 25 ოკუპანტი და მტრის ტექნიკა გაანადგურეს, ვრცელდება ინფორმაცია მიკოლაივის ოლქში საჰაერო დაზვერვის მცდელობისას, რუსეთის მიერ ორი უპილოტო საფრენი აპარატის განადგურების შესახებ.

დღის ამბები