27 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეჭვი არავის შეეპაროს უკრაინის მიერ კანდიდატის სტატუსის დამსახურებაში - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეჭვი არავის შეეპაროს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დამსახურებაში" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გადამწყვეტ კვირას, ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ გადიან, რუსეთი კი პარალელურად საბრძოლო მოქმედებებს კიდევ უფრო ააქტიურებს.

"გადამწყვეტ კვირას ნაბიჯ - ნაბიჯ გავდივართ და ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეჭვი არავის შეეპაროს, რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. კვირის შემდეგი დღეებიც დატვირთული იქნება. ევროპული საბჭოს მთავარი გადაწყვეტილებისკენ მივდივართ, რომელსაც პარასკევს მიიღებენ, როგორც ვიწინასწარმეტყველე. როგორც ჩანს, ჩვენი აქტიურობა რუსეთს ძალიან ანერვიულებს, ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაშოშმინება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. მთელ რეგიონში ურთულესი სიტუაციაა, უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგოები იქ არიან. ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენს წინააღმდეგ მათ ქმედებებზე", - განაცხადა ზელენსკიმ.

დღის ამბები