27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
პარლამენტის წინ აქციაზე მოძრაობა "შინ ევროპისკენ" დაფუძნება დაანონსდა - დემონსტრანტები ევროპის მოედნისკენ უკვე დაიძრნენ

რუსთაველზე აქციის მონაწილეებმა მოძრაობა "შინ ევროპისკენ" დაფუძნების შესახებ განაცხადეს. მთავარი კონცეფცია აქციის ორგანიზატორებმა უკვე გაამხილეს, ორგანიზაციისთვის ყველასთვის იქნება ადგილი : საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და ა.შ. 

გადაწყვეტილებებს კონსენსუსის საფუძველზე მიიღებენ და ყველა წევრს 1 ხმა ექნება. 

რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები ევროპის მოედნისკენ დაიძრნენ. მსვლელობას წინ მიუძღვის წარწერა ბანერით "შინ ევროპისკენ".

დღის ამბები