27 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
თუ "ნაცმოძრაობის" წევრებიც იდგებიან იქ, სადაც დგომა სწორია, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, მაგრამ ეს არ არის ენმ-ის აქცია - ნინო ბურჯანაძე.

ამ წუთებში, პარლამენტის წინ მოძრაობა "სირცხვილიას" ინიციატივით აქცია "შინ ევროპისკენ" იმართება, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პარტია "ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" დამფუძნებელი, ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, თუმცა, მისი თქმით, თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იდგებიან იქ, სადაც დგომა სწორია საქართველოსთვის, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ.

"ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია, ეს არის მცდელობა, რასაც ბიძინა ივანიშვილი არაჩვეულებრივად იყენებს, კომპლიმენტი უნდა ვუთხრა, მთელი ამ 9 წლის განმავლობაში, რომ თუ რამე გაბედე და ბიძინა ივანიშვილზე და ამ ხელისუფლებაზე თქვი - "ნაციონალური მოძრაობის" მომხრე და აქტივისტი ხარ. თუ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იდგებიან იქ, სადაც დგომა სწორია საქართველოსთვის, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ, მაგრამ ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" აქცია," - აცხადებს ბურჯანაძე.

დღის ამბები