27 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
"დადებითად ვაფასებ იმ განცხადებას, რაც გააკეთა პრემიერმა, რასაც ვერ ვიტყვი ზოგი პარტიული განცხადების შესახებ" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ აქციასთან დაკავშირებულ სპეციალურ მიმართვაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დადებითად შეაფასა და მას სწორი უწოდა.

"ასევე, მინდა მივმართო ხელისუფლებას და შევაფასო დადებითად ის განცხადება, რაც გაკეთდა პრემიერის მიერ, ეს არის სწორი, ეს არის ის მიმართულება რაც ჩვენ გვინდა და მე მგონი ესეც იქნება სწორედ შეფასებული. იმავეს ვერ ვიტყვი ზოგი პარტიული განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და რომელიც არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს.

მე მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ვიყოთ სრულიად მობილიზებული, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება მოგვცემს ჩვენი შემდგომი განვითარების ახალ შანსს.

ასე რომ ყველას გისურვებთ რომ ეს გადაწყვეტილებები იყოს წარმატებული, მე მიმაჩნია რომ ევროპული პერსპექტივა, რომლის რეკომენდაციაც დევს კომისიის გადაწყვეტილებაში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა ვიცოდეთ როგორ შევაფასოთ და მე მინდა რომ ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც მიგვიყვანს წლის ბოლომდე, ვიმედოვნებ, იმ სტატუსამდე, რომელზედაც ვოცნებობთ ამდენი ხანია , ანუ კანდიდატის სტატუსი. მე ყველას გისურვებთ, მალე ევროპულ საქართველოს, ეს იქნება ჩვენი ყველასი, ერთიანი, არანაირი დაპირისპირება დღეს ამის ირგვლივ არ შეიძლება რომ იყოს და მე მინდა რომ ეს გზავნილი საქართველოდან ძალიან ნათლად ჩანდეს, რომ ყველას გვინდა ნათელი მომავალი, გვინდა ევროპული საქართველო, გვინდა ევროპული პერსპექტივა," - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღის ამბები