27 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
მსოფლიოში მშვიდობას უამრავი ჩვენი ახალგაზრდა შეეწირა, საქართველოს არასდროს დაუხევია უკან, რას ვიზამთ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია - კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, გულდასაწყვეტია, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატობის სტატუსი.

მისივე თქმით, მსოფლიოში მშვიდობას უამრავი ჩვენი ახალგაზრდა შეეწირა და საქართველოს არასდროს დაუხევია უკან.

"გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატობის სტატუსი იმიტომ, რომ ქვეყანამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. საქართველოს არასდროს არაფერში უკან არ დაუხევია. თუნდაც ავიღოთ, საერთაშორისო მისიები.

ჩვენ ხომ ვიცით, რამხელა ხარჯები გავიღეთ. ჩვენი უამრავი ახალგაზრდა ჯარისკაცი იმისათვის, რომ მსოფლიოში ყოფილიყო სიმშვიდე და მშვიდობა, შეეწირა ამას. უამრავი ხელდაკარგული ახალგაზრდა, უამრავი ფეხდაკარგული ახალგაზრდა, ეს რა არაფერს ნიშნავს? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს რამეს ნიშნავს. ქართველებმა კარგად ვიცით, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, არასდროს უკან არ დაუხევია. რას ვიზამთ, იყო ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, რაც ნამდვილად გულდასაწყვეტია,"- აცხადებს კახა კალაძე. კაც

დღის ამბები