27 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
მისასალმებელია, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩაიწერა ევროპული პერსპექტივა, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება მუშაობა პირობების შესასრულებლად

გულდასაწყვეტია, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, იმიტომ, რომ ქვეყანამ მართლაც ძალიან ბევრი გააკეთა და სხვა ქვეყნებთან შედარებით, ყველა მიმართულებით წინ ვართ, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება- ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა  განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია და დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად.

"რაც შეეხება დათქმებს, რომელიც სამივე ქვეყანას (უკრაინა, მოლდოვა და საქართველო) მოგვენიჭა, ჩვენ მზად ვართ ამ ყველაფრის შესასრულებლად. როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული, პირველივე დღიდან დაიწყება კომუნიკაცია და დაიწყება მუშაობა ამ პირობების შესასრულებლად. მისასალმებელია, რომ პირველად ისტორიაში, ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჩაიწერა ევროპული პერსპექტივა, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ სტატუსის მიღება ვერ მოხერხდა.

ვიცით, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამაზე ღიად საუბრობდნენ ევროპელი ლიდერები. მაგალითად, უკრაინასთან მიმართებაში ომის გამო იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. გულწრფელად მინდა უკრაინელ და მოლდოველ ხალხს გულწრფელად მივულოცო. მათაც აქვთ შესაბამისი დათქმები განსახორციელებელი და ვიმედოვნებ, რომ შეძლებენ მის განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები