ერთი ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა სროლის შედეგად შეერთებულ შტატებში. შემთხვევა დედაქალაქში ერთ - ერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე მოხდა. დაღუპული არასრულწლოვანია, დაჭრილებს შორის 1 პოლიციელია. უცნობია ინციდენტის მიზეზი.
სამართალდამცველების განცხადებით, ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებული არ არის.
ამ დროისთვის ვაშინგტონის მეთოთხმეტე და U ქუჩების კვეთასთან მისასვლელი გზები გადაკეტილია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მოკლულია 15 წლის მოზარდი და დაჭრილია 3 პიროვნება, მათ შორის პოლიციის ოფიცერი. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები და სასწრაფო დახმარების მანქანები მოვიდნენ. ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რობერტ კონტიმ მოზარდის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა და თქვა, რომ სროლას წინ ჩხუბი უძღვოდა.
"რამდენიმე პიროვნებას ესროლეს. მათ შორის პოლიციის ოფიცერს. ესროლეს 3 სამოქალაქო პირს - 2 ზრდასრულს და ერთ მოზარდს. ასევე პოლიციის ოფიცერს, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული. საავადმყოფოში იმყოფება კიდევ 2 პიროვნება. მოზარდი კი დაიღუპა. ამოვიღეთ რამდენიმე იარაღი. მათ შორის, ერთ-ერთი დაჭრილი პიროვნებისგან", - აცხადებს კონტი.