27 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა

ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში, აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. საბოლოო შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში მარკონის პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში ყველაზე მეტის, 245 ადგილის დაკავება შეძლო, თუმცა ქვედა პალატაში აბსოლუტური უმრავლესობისთვის 289 ადგილის მოპოვება სჭირდებოდა.

მეორე ადგილზე გავიდა მელენშონის მემარცხენე კოალიცია 131 ადგილით, რაც კოალიციას ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად აქცევს.

მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა პარტიამ კი რეკორდული, 89 ადგილის მოპოვება შეძლო.


დღის ამბები