"იკიგაი" - ეს იაპონური ტერმინი გულისხმობს კონცეფციას, როდესაც გააზრებული გაქვს და გრძნობ საკუთარ დანიშნულებას ცხოვრებაში.
ესპანელი მწერლების თვალით დანახული ამომავალი მზის ქვეყანა, როგორია ხანგრძილი ცხოვრების იაპონური საიდუმლო?! ფრანსესკ მილარესმა და ჰექტორ გარსიამ სოფელ ოგიმში იმოგზაურეს, ხოლო მიღებული გამოცდილება ფურცლებზე გადმოიტანეს, წიგნი კი შემდეგ ქართულადაც ითარგმნა.
თუ დაკარგე ცხოვრების მნიშვნელობა, გაიხსენე ვინ იყავი ბავშვობაში. ეს არის გზავნილი, რომელიც ესპანელმა მწერლებმა ყველაზე ხანდაზმული იაპონელებისგან მოისმინეს. იაპონიაში ესპანური ვოიაჟის შესახებ უფრო მეტს, მარიამ ჯანელიძის რეპორტაჟიდან შეიტყობთ.