27 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
"დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო" - გორის თეატრი, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ნამუშევრის პირველი პრემიერისთვის ემზადება

"დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო" გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო, პროფესიულ, დრამატულ თეატრში თანამედროვე ირანელი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის პიესაზე მუშაობენ.

ეს გორის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის პირველი ნამუშევარი იქნება, ერისთავის თეატრის სცენაზე. ერთმოქმედებიანი დრამა, ნიკოლოზ ჰაინე - შველიძემ სპეციალურად მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "EURO ART 2022", საგასტროლო ჩვენებისთვის შეარჩია, სადაც 28 ივნისს სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. პიესა სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით, ერთი ადამიანის სიყვარულის ამბავზე გვიყვება.

ეს არის ერთი ადამიანის ისტორია, რომელიც საკუთარ სიყვარულს ყველგან ეძებს, აღმოჩენის შემდეგ კი შენარჩუნებას და გადარჩენას ცდილობს.  სპარსი დრამატურგის, ამირ დეჟაქამის პიესა "დაუძახე ბროწეულო პურის თავთავო ", ერთმოქმედებიანი დრამაა, რომლის რეპეტიციაც ახლა გორის თეატრის სცენაზე მიმდინარეობს. დასი პრემიერისთვის ემზადება, რომელიც მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე "ეურო არტ2022" - ზე შედგება.

ირანული დრამატურგია გორის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის უცხო არ არის. სპარსული პოეზიისთვის დამახასიათებელი ესთეტიკით დაწერილი პიესა, ნიკოლოზ ჰაინე- შველიძემ გორის დასთან ერთად, პირველ დადგმად აირჩია და მონო სპექტაკლით, ფართო აუდიტორიასთან შეხვედრას ელოდება. 

მალტას ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ქართული სპექტაკლით გაიხსნება. "ეურო არტ 2022" 28 ივნისს გაიხსნება და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალი კუნძულ მალტაზე ყოველწლიურად იმართება, მიზანი კი ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაა.

გორის თეატრთან ერთად, მალტის ფესტივალზე თბილისის და რეგიონული თეატრები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალი ორი კვირის განმავლობაში ქალაქის თეატრებში გაიმართება. საქართველოში დაბრუნებული შემოქმედებითი ჯგუფი, სპექტაკლის ჩვენებებს რუსთაველის თეატრისა და ფოთის თეატრის საერთაშორისო ფესტივალზე გეგმავს. ფესტივალების შემდეგ სპარსულ პიესას მაყურებელი გორის თეატრის სცენაზეც იხილავს.

დღის ამბები