27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
მოლდოვამ რუსული საინფორმაციო გადაცემების ტრანსლირება და სამხედრო ფილმების ჩვენება აკრძალა

მოლდოვამ რუსული საინფორმაციო გადაცემების ტრანსლირება და სამხედრო ფილმების ჩვენება აკრძალა - შესაბამის კანონმდებლობას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწერა.

შეზღუდვა ასევე ეხება ყველა იმ ქვეყანას, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელემაუწყებლობის კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს. დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტი დაფიქსირდების შემთხვევაში, კომპანიებს ლიცენზია შვიდი წლის ვადით ჩამოერთმევათ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. კანონი მომდავნო კვირას ამოქმედდება.

დღის ამბები