27 ნოემბერი 2024,   12:51
ვრცლად
1000 - ზე მეტი სკოლა რუსეთის ოკუპაციის ქვეშ რჩება, ხოლო სასკოლო ასაკის 651 000 ბავშვი უკრაინის ტერიტორიის მიღმაა - უკრაინის განათლების მინისტრი

უკრაინის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, ომის გამო, სასკოლო ასაკის ასობით ათას ბავშვს, ქვეყნის დატოვება მოუწია, 1 100 - ზე მეტი სკოლა კი, რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

"სკოლის ასაკის 651 000 ბავშვი ამჟამად უკრაინის ტერიტორიის მიღმაა. 1 174 სკოლა ოკუპირებულია. 2022 წლის 24 თებერვლიდან გამოვაცხადეთ იძულებითი ორკვირიანი არდადეგები, 2022 წლის 14 მარტიდან სამინისტრომ სარეკომენდაციო წერილი გაავრცელა და 12 800-მდე სკოლამ სწავლა განაახლა," - განაცხადა სერგეი შკარლეტმა.

მისივე თქმით, სწავლა შერეულ რეჟიმში განახლდა. ზოგიერთ რეგიონში ეს ახლაც შეუძლებელია, მაგრამ სამინისტრომ მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც დაიწყო. 

დღის ამბები