27 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
ყველას მადლობას ვუხდით იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ იჩენთ , საქართველო მათთვის მეორე სახლია - უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი თბილისში, ლტოლვილთა მსოფლიო დღის აღსანიშნად გამართულ სოლიდარობის მარშს დაესწრო.

"ჩვენი ქვეყანა ამ დღეს რუსული აგრესიის პირისპირ ხვდება. საუბედუროდ, ძალიან ბევრი ლტოლვილი გვყავს. ეს ხდება 21-ე საუკუნეში.

მოხარულები ვართ და ყველას მადლობას ვუხდით იმ მზრუნველობისთვის, რომელსაც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ იჩენთ. საქართველო მათთვის მეორე სახლია", - აღნიშნა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა.

დღის ამბები