ანაკლიაში ფესტივალი "მომავლის ხმები" მიმდინარეობს. სალოტბარო სკოლების ფესტივალი, რომელიც უკვე მესამედ იმართება, 24 ივნისამდე გაგრძელდება და ის ორ ეტაპად ჩატარდება.
ფესტივალში მონაწილეობას ფოლკლორის ცენტრის სალოტბარო სკოლების 250 - ზე მეტი მოსწავლე მიიღებს. "მომავლის ხმები" საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით იმართება.