27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ნებისმიერი პირი კოვიდაცრის დამადასტურებელი დოკუმენტის, ტესტის პასუხის წარდგენისა და იზოლაციის ვალდებულებისგან გათავისუფლებულია

იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დადგენილებას ხელი 14 ივნისს მოაწერა, ძალაში კი 15 ივნისიდან შევიდა.

დღის ამბები