ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებას რამდენიმე შტატში დემონსტრაციები მოჰყვა. ერთ-ერთ რეგიონში აქციის მონაწილეებმა სარკინიგზო მოძრაობა გადაკეტეს და მატარებელს ცეცხლი წაუკიდეს. გასულ დღეს დემონსტრანტებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც მოხდა, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.
აქტივისტები მთავრობის ახალ რეფორმას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც დაწესდა ასაკობრივი შეზღუდვა და სამხედრო სამსახურის პერიოდი 4 წლამდე, პენსიის მიღების გარეშე შემცირდა. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მთავრობის გეგმა დროებითი ჯარისკაცების დაქირავებასთან დაკავშირებით შეამცირებს მათ შანსს, მიიღონ სასურველი მუდმივი სამხედრო სამუშაო, სადაც გარანტირებული ფიქსირებული ხელფასი და პენსია ექნებათ.
მთავრობაში კი აცხადებენ, რომ რეფორმა შესაძლებლობას იძლევა, შეამცირონ სამხედრო ხარჯები და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.