ისრაელმა ღაზის მიმართულებით სარაკეტო იერიში მიიტანა. როგორც ისრაელის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი სამიზნე ჰამასის ობიექტები იყო. როგორც პალესტინელები ამბობენ, დაიბომბა სასოფლო-სამეურნეო მიწები.
ღაზის სექტორის მიმართულებით სარაკეტო იერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც პალესტინელებმა ქალაქი აშკელონი, ისრაელის სამხედროების მიერ ჯენინში ჩატარებული რეიდის საპასუხოდ დაბომბეს. რეიდის დროს 3 პალესტინელი დაიღუპა, 12 კი დაშავდა.
ამ დროისთვის ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.