27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
"მნიშვნელოვანია გაერთიანებულმა სამეფომ განაგრძოს იმის ჩვენება, რომ უკრაინას მხარს უჭერს, რუსეთის პრეზიდენტს კონფლიქტის გაყინვა სურს, რაც მისთვის უზარმაზარი გამარჯვება იქნება" - ბორის ჯონსონი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, მნიშვნელოვანია გაერთიანებულმა სამეფომ განაგრძოს იმის ჩვენება, რომ ის უკრაინას მხარს უჭერს. როგორც ჯონსონი ამბობს, უკრაინას გამარჯვება შეუძლია.

მისივე თქმით, ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინაში კონფლიქტის გაყინვა გამარჯვება იქნებოდა, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიქმნებოდა სიტუაცია, სადაც პუტინი საკუთარი მიღწევების კონსოლიდაციას მოახერხებდა და შემდეგ მორიგ შეტევას წამოიწყებდა.

"რუსები ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევენ წინ და ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ სიმართლე, რომ უკრაინას გამარჯვება შეუძლია და ის აუცილებლად გაიმარჯვებს. ძალიან მნიშვნელოვანია ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათთან ვართ გრძელვადიან პერსპექტივაში და ვაძლევთ იმ საჭირო სტრატეგიულ მედეგობას. თუ პუტინი გაიმარჯვებს ეს კატასტროფა იქნება. რუსეთის პრეზიდენტს კონფლიქტის გაყინვა სურს, რაც მისთვის უზარმაზარი გამარჯვება იქნება," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა.

დღის ამბები