27 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია გზამკვლევების კარგად შესრულება, ძალიან მალე ვნახავთ ერთნაირ შედეგს სამივე ქვეყნისთვის, როდესაც უკვე ვისაუბრებთ ევროკავშირში რეალურად გაწევრიანებაზე - მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკომისიის დასკვნაში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები ძალიან კარგად არის შეფასებული. მისი თქმით, საქართველო აქამდეც კარგად ასრულებდა გზამკვლევებს და ამაში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ევროპას:

"ძალიან კარგად არის შეფასებული საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები, ნათქვამია რომ საუკეთესოდ ასრულებს საქართველო ასოცირების შეთანხმებას, თუმცა ამავდროულად ჩამოთვლილია ის რეფორმები, რაც საქართველომ უნდა გაატაროს. ეს არის პირველი დოკუმენტი, სადაც აღიარებულია რეალურად საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ნათქვამია, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა. ევროინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა გაატარებს. საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია გზამკვლევების კარგად შესრულება და დარწმუნებული ვარ რომ იგივე შედეგებით ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ ერთნაირ შედეგს სამივე ქვეყნისთვის, როდესაც უკვე ვისაუბრებთ ევროკავშირში რეალურად გაწევრიანებაზე," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები