27 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
როდიდან დაიწყებს ქვეყანა ბრიუსელიდან მიღებული დავალების შესრულებას - რა მოლოდინებია ოპოზიციურ სპექტრში

დაპირება პირობების სანაცვლოდ და საგზაო რუკა, რომელმაც საქართველო ევროპულ ოჯახამდე უნდა მიიყვანოს. ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარებულია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კი ევროკომისიამ საქართველოს 12 პუნქტიანი დავალება მისცა. როდიდან დაიწყებს ქვეყანა ბრიუსელიდან მიღებული დავალების შესრულებას.

იმის გამო, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ნაცვლად ევროპული პრესპექტივის დაპირება მიიღო, ოპოზიცია ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო თავისი ევროპელობა დაემტკიცებინა.

"ჯერ კიდევ არის შანსი ჩამოვყალიბდეთ, თუ ხელისუფლებამ ვერ გააგებინა და ვერ დაარწმუნა თავისი ევროპელობა, ჩვენ, საზოგადოება ჩამოვყალიბდეთ იმაზე, რა არის ევროპული ღირებულებები ჩვენთვის, ეს შევთავაზოთ ევროპას და საქართველოს მოსახლეობას. მოვითხოვოთ მხარდაჭერა, როგორც ევროპისგან ისე საქართველოს მოსახლეობისგან. ეს მგონია გასაკეთებელი და ამაზე ფიქრი დასაწყები," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბოტკოველი მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

"დღეს ალტერნატივა არ გააჩნია იმას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს რა თქმა უნდა პროტესტი, რომლითაც ჩვენ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ, რომ ან დადგეს იმ გზაზე, რომლითაც შეიცვლება ის ყველაფერი რაზეც ჩვენ შენიშვნები მივიღეთ, ან ხელისუფლებამ უნდა დატოვოს ის სადავეები, რომელიც მას არალეგიტიმურად გააჩნია დღევანდელი აი ამ ფაქტიდან კიდევ ერთხელ გამომდინარე. ჩვენ ჩასაფრებულის რეჟიმიდან არ ვსაუბრობთ, ნეტავ მზად იყოს ხელისუფლება იმისთვის რომ 2022 წელში გამოასწოროს ეს ყველაფერი," - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

დღის ამბები