27 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბრიუსელი 24 ივნისს მიიღებს

წევრობის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირამდე მისასვლელ გზაზე პირველი ეტაპია, რომლის მიღებასაც მოლდოვა და უკრაინა მომავალ კვირას ელოდება. ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას უკრაინასა და მოლდოვაზე მწვანე შუქი ამჯერად ევროსაბჭომ უნდა აუნთოს, სადაც გაერთიანების აღმასრულებელი ორგანოს შეფასებებს 27 სახელმწიფოს ლიდერი უნდა დაეთანხმოს.

უკრაინას და მოლოდვას რომ ფინალამდე ჯერ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, ამ საკითხზე ევროკომისის პრეზიდენტმა დღეს ყურადღება რამდენჯერმე გაამახვილა. კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაცია, ორივე ქვეყანაზე კონკრეტულ პირობებს ეფუძნება, რაც სტატუსის მოპოვების შემთხვევაში მოლდოვამ და უკრაინამ უნდა შეასრულოს. მათ შორის არის მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება - კორუფციასთან ბრძოლის, დამოუკიდებელი მედიის, სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ჟურნალისტებს გაუჩნდათ კითხვა, კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია ქვეყნის მიღწევებს უკავშირდება თუ საომარ მდგომარეობას. გაჩნდა კითხვაც - ვინ დაეხმარა უკრაინას კითხვარის შევსებაში.

"ძლიერი მხარდაჭერის სიგანილი" და "პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, რომელიც ქვეყნებს გამარჯვებასთან დაახლოებს" - ასე შეაფასეს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია. ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ იმედი გამოთქვეს, რომ მომავალ კვირას უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა რეალობად იქცევა.

დღის ამბები