27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმების დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვს

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ევროკავშირის სტატუსის მისაღებად რეფორმების დაუყოვნებლივ დაწყებას სთხოვს - განცხადება ინიციატივა "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" წევრებმა გააკეთეს.

როგორც არასამთავრობო სექტორის, მედიისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების გაერთიანება აცხადებს, 24 ივნისამდე ჯერ კიდევ არის შანსი, ხელისუფლების უმაღლესმა ორგანოებმა სწრაფად გადადგან ნაბიჯები შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. 

"ევროკომისიამ გვითხრა, რომ კარს არ გვიკეტავს და გვითხრა, რომ ახლა ჩვენი ჯერია, რომ ვაჩვენოთ შემდგომი განვითარება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს გადადგმული ნაბიჯები და ეს 24-მდეც არის შესაძლებელი,"- აცხადებს ნინო დოლიძე. 
 

დღის ამბები