27 ნოემბერი 2024,   12:46
ვრცლად
მოლდოვამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო რეფორმები, ეს არის დამოუკიდებლობა, კეთისლინდისიერება, ანგარიშვალდებულება სასამართლო სისტემისა და ეფექტური დემოკრატიული ზედამხედველობა - ვარჰეი

ჩემი ამოცანა იქნება, აგიხსნათ კონსტრუქცია, რომელიც წარმოვსახეთ – ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი და პირობები. პირობები, რომ მოპოვებული იქნას კანდიდატის სტატუსი. მოლდოვისთვის საჭიროა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის წარმოება და დასრულება. სჭირდება საჯარო ფინანსური მენენჯმენტის სისტემა და საჯარო რეფორმების სისტემის გაძლიერება,- ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსთვის დაკავშირებითაც ასევე გაკეთებულია პრიორიტეტების ჩამონათვალი, რომლის საფუძველზეც კანდიდატის სტატუსის შეთავაზების ნაბიჯი უნდა გადაიდგას.

ჩემი ამოცანა იქნება, აგიხსნათ კონსტრუქცია, რომელიც წარმოვსახეთ – ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი და პირობები. პირობები, რომ მოპოვებული იქნას კანდიდატის სტატუსი. მოლდოვისთვის საჭიროა საჯარო ადმინისტრაციის რეფორმის წარმოება და დასრულება. სჭირდება საჯარო ფინანსური მენენჯმენტის სისტემა და საჯარო რეფორმების სისტემის გაძლიერება. ასევე, მოლდოვამ უნდა უზრუნველყოს სასამართლო რეფორმები. ეს არის დამოუკიდებლობა, კეთისლინდისიერება, ანგარიშვალდებულება სასამართლო სისტემისა და ეფექტური დემოკრატიული ზედამხედველობა. ასევე დანიშვნები უნდა მოხდეს იუსტიციის უზენაეს საბჭოში.

მეორე მიმართულება იქნება კორუფციასთან ბრძოლა, გვჭირდება პროაქტიული გამოძიებები. შემდეგი არის ორგანიზებული დანაშაული, სადაც საჭიროა მზარდი თანამშრომლობა ჩვენთან, ევროკავშირთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მოხდეს აქტივების ამოღება. განსაკუთრებით საბანკო თაღლითობის შემთხვევაში. ჩვენ გვჭირდება ფინანსური სპეციალური ჯგუფის მიერ მიღებული შედეგები. ასევე სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ადამიანების უფლებების დაცვის, განსაკუთრებით, როდესაც საკითხი ეხება მოწყვლად ჯგუფებს, ბრძოლას, ძალადობას ქალების წინააღმდეგ",- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ. 

 

დღის ამბები