მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი, – ასე აფასებს მოლდოვის პრეზიდენტი ევროკომისიის რეკომენდაციას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.
როგორც მაია სანდუ "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე წერს, დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ.
"მოლდოვისა და ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის მტკიცე სიგნალი! ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ იმის გაცნობიერებით, რომ დამატებითი ძალისხმევა მიმართული იქნება უკვე დაწყებული რეფორმების გაგრძელებისკენ. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ბევრი და გვაქვს ევროპული საბჭოს მხარდაჭერის იმედი", – წერს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ "ტვიტერზე".