27 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა,- ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ამასთან, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია ევროკომისიამ მოლდოვისთვისას გასცა.

"ჩვენ ვიძლევით რეკომენდაციას უკრაინას მიენიჭოს ევროპერსპექტივა და, ამავდროულად, კანდიდატის სტატუსი. ეს გადაწყვეტილება მიღებული იმის საფუძველზე რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება. ევროკომისიის მოსაზრებით უკრაინამ აჩვენა მიზანსწრაფულობა იმისთვის რომ ევროპული ფასეულობები და სტანდარტები ჰქონდეს დამკვიდრებული. უკრაინა 8 წელია ეტაპობრივად უახლოვდება ჩვენ კავშირს. ჩვენ გაქვს ასოცირების შეთანხმება რომლის დაახლოებით 70 პროცენტი უკრაინამ შეასრულა. ჩვენ ვიცით ქვეყანაში დეცენტრალიზაციის მიმართულებით წარმატებულად მიმდინარეობს რეფორმა.

სტრესის ფონზე ვხედავთ ქვეყანა როგორ მუშაობს. ქვეყნის საარჩევნო სისტემა თავისუფალი და სამართლიანია. უკრაინას კარგი საგანმანათლებლო სისტემა აქვს. უკრაინის ეკონომიკა მდგრადია, მისი სახელმწიფო ვალი 2 პროცენტამდეა. ეს მნიშვნელოვანია რომ უკრაინამ ევროპის ერთიან ბაზარზე ინტეგრაცია შეძლოს.

მოლდოვას შემთხვევაშიც ვიძლევით რეკომენდაციას მიეცეს კანდიდატის სტატუსი. მოლდოვას ეკისრება პასუხისმგებლობა განახორციელოს მნიშვნელოვანი რეფორმები. ახლო წარსულში მოლდოვამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით. მთავრობას მკაფიო მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობისგან. ეს არის პრორეფორმული ანტიკორუფციული და პროევროპული მომავალი, რომელიც ახლა გამოიკვეთა მოლდოვას საჯარო ადმინისტრირების კუთხით დიდი გზა აქვს გასავლელი. იმ შემთხვევაში თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან ქვეყანას აქვს პერსპექტივები რომ ეს პერსპექტივები დააკმაყოფილოს," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

დღის ამბები