27 ნოემბერი 2024,   13:44
ვრცლად
ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით, ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია - ლიეტუვის ელჩი

თბილისში გამართულ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა. ლიეტუვის ელჩმა მისი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორია გაიხსენა და ევროინტეგრაციის გზაზე, სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების კონსოლიდირებული ძალისხმევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

"მიიღებთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს დამოკიდებულია წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსზე, მაგრამ დღეს, ჩვენ ველოდებით ევროპული კომისიის დასკვნას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვება ევროკავშირის ლიდერების მიერ განხილვა 23-24 ივნისს. მოდით, დაველოდოთ მომდევნო საათებს, რომ ვიხილოთ, როგორი იქნება ეს დასკვნა. ლიეტუვას 1997 წელს უარი უთხრეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ 2004 წელს ბლოკს შევუერთდით. ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. საჭიროა კონსოლიდირებული ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან, ხელმძღვანელობისგან და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან", - აცხადებს ლიეტუვას საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა.

დღის ამბები