27 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების გამო, ერთი პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულის კომპანიამ გაიმარჯვა საბავშვო ბაღის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში, თანხა მიითვისა, სამუშაოები კი მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

ბრალდებული, ასევე სახელმწიფო გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, სრულად არ ადეკლარირებდა მიღებულ შემოსავალს.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7 -და 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები