27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი იტალიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ზურაბ აზარაშვილი რომში, დემოგრაფიულ საკითხებზე გამართულ მინისტერიალში მონაწილეობს, რომლის მიზანიც ყველა ასაკის პირისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. მინისტერიალზე ზურაბ აზარაშვილი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ხანდაზმულთა უფლებების, ღირსების და დამოუკიდებლობის დაცვაში. ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისები. მისივე განმარტებით, დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც მთლიანად ფარავს დაუზღვეველ მოსახლეობას, მათ შორის ხანდაზმულ პირებს.

სიტყვით გამოსვილისას მინისტრმა მიზნობრივ სოციალური დახმარების პროგრამებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად სოციალური დახმარების სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.

მაღალი დონის შეხვედრა ევროპისთვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) და იტალიის მთავრობის ორგანიზებით იმართება. იტალიაში, მინისტრთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ქეთევან გოგინაშვილი და პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზაალ მიქელაძე.

დღის ამბები