დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა, ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ე.წ. შავ სიაში ბავშვთა უფლებების საკითხებში კომისარი მარია ლვოვა-ბელოვაც მოხვდა . ბრიტანეთის ახალი სანქციები იმ პირებს დაუწესდათ, ვინც უკრაინაში ბავშვების მიმართ ბარბაროსულ მოპყრობასთან არის დაკავშირებული.
საუბარია 2 ათასი უკრაინელი ბავშვის ქვეყნიდან იძულებით გადაყვანასა და გაშვილებაზე.