საქართველოში USAID-ის კარტოფილის პროგრამა ე.წ "მწვანე გაჩერების" ტურს აგრძელებს. ამჯერად პროექტი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას გააცნეს.
ინიციატივის მიზანი ქვეყანაში კარტოფილის სექტორის გაუმჯობესებაა, რაც დანერგვის ინოვაციურ მეთოდებს და ჩითილების 3G ტექნოლოგიით წარმოებას გულისხმობს.
ახალი მეთოდი განსაკუთრებით ადაპტირებულია მცირე ფერმერებისთვის. სწორედ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში მონაწილე, ქალი მეწარმეები უზრუნველყოფენ საქართველოში კარტოფილის მაღალი ხარისხის თესლს.
პროგრამა სოფელ მარადისიდან დაიწყო.