27 ნოემბერი 2024,   13:55
ვრცლად
უკრაინის ლიდერებზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო - უკრაინის შსს

ლუჰანსკის ოლქისთვის სასტიკი ბრძოლა გრძელდება - უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით უტევენ.

სუმის ოლქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 6 დაშავდა.

რუსეთმა საარტილერიო იერიში მიიტანა დნიპროპეტროვსკში სამოქალაქო შენობებზე. ამ ეტაპისთვის დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია უცნობია.

დაბომბვები გრძელდება მიკოლაივშიც, დაბომბილია საცხოვრებელი სახლები. არიან დაშავებულები.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იყო უკრაინის ლიდერებზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა, რაც მათ დროულად აღკვეთეს.

დღის ამბები