თბილისში ჯაზის საღამოები იწყება - დაიანა რივსი და ვარსკვლავებით დაკომპლექტებული მისი ბენდი, ოცდამეერთე საუკუნის ჯაზმენად წოდებული ვიჯეი აიერი თავის ტრიოს წევრებთან ერთად, ეს მხოლოდ ნაწილია მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებისა, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მსმენელს სამი დღის განმავლობაში ექნება.
უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, სცენაზე მსმენელი ქართველ შემსრულებლებსაც იხილავს, რომელთა შორის კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტებიც იქნებიან. ჯაზ ფესტივალის ისტორიაზე, რომელიც საქართველოში რამდენიმე ათეულ წელს ითვლის, სპეციალურად სტუმრებისთვის ნაჩვენები იქნება კახა თოლორდავას ფილმი ,,ერთი ფესტივალის ისტორია". კონცერტებისა და კინოსეანსების გარდა, დაგეგმილია ვინილების გამოფენა - გაყიდვაც.
რიგით 25 - ე ჯაზ ფესტივალი 7 - დან 9 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ბილეთების შეძენა მსმენელს უკვე დღეიდან შეუძლია.