27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, UNESCO - ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას  საქართველოში, ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა.

"საქართველოსა და კავკასიის ისტორიაში პირველად, UNESCO-ს გადაწყვეტილებით, ორ ტერიტორიას ჩვენს ქვეყანაში, ბიოსფერული რეზერვატის სტატუსი მიენიჭა.

ბიოსფერული რეზერვატი, ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გონივრული გამოყენების გზით, აუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას, ხელს უწყობს ბიზნესსაქმიანობას, განსაკუთრებით, ორგანული პროდუქციის წარმოების კუთხით, ზრდის ტურისტულ პოტენციალს და, ამდენად, უმნიშვნელოვანესია მრავალფეროვანი ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის.

დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატისა და სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საერთაშორისო აღიარება დადებით გავლენას მოახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და როგორც რეგიონის, ისე მთლიანად ქვეყნისათვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს გააჩენს.

ამ ისტორიული შედეგისთვის ჩვენ 2015 წლიდან ვმუშაობდით. მადლობას ვუხდი ძალისხმევისათვის პროექტში ჩართულ თითოეულ სახელმწიფო უწყებას, აგრეთვე ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს,"- აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები