27 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
Destatis: გერმანიაში ინფლაციის დონემ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

Destatis-ი აქვეყნებს გერმანიის ინფლაციის მაისის თვის მაჩვენებლებს. 

არსებული მონაცემებით, გერმანიაში ინფლაციის დონემ ბოლო ათწლეულების მაქსიმუმს მიაღწია - ინფლაციის მსგავსი მაჩვენებელი ბოლოს დაფიქსირდა ფედერალური რესპუბლიკის ყოფილ ტერიტორიაზე 1973/1974 წლის ზამთარში.

ამავე ანგარიშით ვიგებთ, რომ ფასების ზრდა დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში. სამომხმარებლო ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,9%-ით გაიზარდა.  საშუალოზე მაღალი ფასების ზრდა შეინიშნება ენერგეტიკისა და სურსათის პროდუქტებზეც.

ენერგეტიკული პროდუქტების ფასები 2022 წლის მაისში 38,3%-ით მეტი იყო წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. სათბობი ნავთობის ფასები თითქმის გაორმაგდა (+94,8%). ბუნებრივი აირის ფასები (+55.2%) და საავტომობილო საწვავის ფასი (+41.0%).

სხვა ენერგეტიკულ პროდუქტებზე ფასების ზრდა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელს, მაგალითად, მყარ საწვავზე (+33,4%) და ელექტროენერგიაზე (+21,5%).

სურსათზე ფასები შინამეურნეობებისთვის 11.1%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა ყველა სურსათის ჯგუფზე. საკვებ ცხიმებსა და ზეთებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა (+38,7%). ფასების ზრდის ორნიშნა ტემპი დაფიქსირდა ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (+16,5%), რძის პროდუქტებსა და კვერცხზე (+13,1%), ასევე პურსა და ბურღულეულზე (+10,8%).

დღის ამბები