პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოქალაქეს მუქარით, 4 ათასი ლარი მოსთხოვეს.
ორი დაკავებული დაზარალებულს კონკრეტულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მოქალაქემ მოთხოვნილი თანხა ბრალდებულებს გადასცა.
პოლიციამ ავტომობილის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ამოიღო. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.