ირლანდიის სენატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. ილია დარჩიაშვილი სენატს მადლობას უხდის.
"უდიდეს მადლობას ვუხდით ირლანდიის სენატს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის და ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის მრავალწლიანი ძალისხმევის აღიარებისთვის; ასევე, ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ მოწოდებებისთვის, რომ მათ მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას," – წერს ილია დარჩიაშვილი.
დოკუმენტი ირლანდიის სენატმა 2 დღის წინ მიიღო - მასში ნათქვამია, რომ სენატი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ.