27 ნოემბერი 2024,   12:45
ვრცლად
ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არაა და იმედი უნდა შევინარჩუნოთ - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კრიტიკული რეზოლუციის მიუხედავად, ევროპარლამენტარებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის ევროპული მისწრაფებები იმსახურებს დაკმაყოფილებას:

"ამ ყველაფრის მიუხედავად, რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი. მინდა ვთქვა, რომ რეზოლუცია, მძაფრ კრიტიკასთან ერთად, ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება, გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას. არ არის ნეგატიური დასკვნა. ამ დროს ველოდებით კომისიის რეკომენდაცია დღითი დღეზე. თვის ბოლოს ევროპის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას.რამდენიმე საფეხური და შანსი კიდევ არსებობს. ევროპარლამენტიდან და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არაა და იმედი უნდა შევინარჩუნოთ,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები