27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
რეზოლუცია არის რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ იმუშავა და მას, ბრიუსელში ვიზიტისას გაფუჭებული საქმე დახვდა ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

"გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილზე. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით, პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია. ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი, თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა, ევროპარლამენტის იმ პარტიებთან, ვინც მონაწილეობას იღებდნენ ამ რეზოლუციის მომზადებაში.

ოპოზიცია თავის მხრივ მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი, ან პარტიას,  ის სამუშაო რაც ევალებოდა არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხყოფით პასუხი სერიოზულ კითხვებზე. შედეგიც მიიღო.უნდა გვესმოდეს, რომ ეს რეზოლუცია უფრო განწყობის გამოხატვაა, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილების დაანონსება, რომლის ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, ამჟამად. საზოგადოება არ უნდა იყოს შეცდომაში შეყვანილი, ეს რეზოლუცია ერთგვარი გაღიზიანების გამოვლენაა, ზოგი რადიკალური ოპოზიციის თანმიმდევრული მუშაობისა და ხელისუფლების დუმილისა და უმოქმედობის შედეგი.

არ წარმოადგენს არც გადაწყვეტილებას და არც მზაობას, რომ ასეთ ზომებს მიმართოს," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები