27 ნოემბერი 2024,   12:50
ვრცლად
630 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სახლებს და მიწის ნაკვეთებს კიდევ 630 იძულებით გადაადგილებული პირი მიიღებს.

29-წლიანი დევნილობის შემდეგ, რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს აღარ მოუწევთ იმაზე ფიქრი, თუ სად იცხოვრონ. მომდევნო სამი წლის განმავლობაში კი საცხოვრებელი ფართი, დამატებით, 13 000 დევნილ ოჯახს გადაეცემა, მათგან 7 000-მდე ოჯახს ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მისცემენ.

მთავრობის მეთაურის ინიციატივით, საცხოვრებელი ფართით ყველა იძულებით გადაადგილებული პირი უნდა დაკმაყოფილდეს, ამისთვის კი, მხოლოდ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, 900 მილიონი ლარი დაიხარჯება.

დღის ამბები