14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა, სხვა ქვეყნებთან ერთად ამ დღეს საქართველოც აღნიშნავს.
შშმ პირთა მთავარ პრობლემად, დღემდე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირება რჩება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებმაც სხვადასხვა პროგრამის დახმარებით ეს მოახერხეს და ახლა სხვების დახმარებას ცდილობენ.
დედაქალაქში აღრიცხულ შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის არა ერთი პროგრამა არსებობს. ერთ-ერთი სამიზნე ჯგუფი კი აუტისტური სპექტრია. ათასობით ასეთი ბავშვისთვის დედაქალაქის მერია სპეციალურ კურსებსაც აფინანსებს.
ავტორი : იზი ბურნაძე