27 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
პროტესტის მე-6 დღე თსუ-ში - სტუდენტებმა კაბინეტის სრულად დატოვებაზე უარი თქვეს

პროტესტის მეექვსე დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - სტუდენტები რექტორის კაბინეტს ისევ არ ცლიან. მათ ადმინისტრაციამ დიალოგი შესთავაზა, თუმცა იმ დათქმით, თუ ისინი გიორგი შარბაშიძის სამუშაო სივრცეს დატოვებდნენ. სტუდენტებმა კაბინეტის სრულად დატოვებაზე უარი თქვეს.

მოთხოვნები უცვლელია: რექტორის წასვლა, ონლაინგამოცდები, სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობა - ამ მოთხოვნებს იზიარებს სტუდენტების სხვა ჯგუფიც, თუმცა ისინი პროტესტის ფორმებზე ვერ თანხმდებიან და განათლების მინისტრთან შეხვედრას ელოდებიან.

"პირობები არის ასეთი, რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ რექტორის კაბინეტი და გადავინაცვლოთ 107-ე აუდიტორიაში. არც გვჯერა იმის, რომ მხოლოდ რიგითი საუბრით მივიღებთ შესაბამის პასუხს, ამიტომაც 109-ე აუდიტორიას არ დავტოვებთ მანამდე, სანამ ჩვენ არ მივიღებთ ქმედით პასუხს, მაგრამ თანახმა ვართ იმაზე, რომ გადავინაცვლოთ 107-ე აუდიტორიაში, ვისაუბროთ ამაზე, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში სტუდენტების, ჩვენი მოძრაობის ნაწილი დარჩება რექტორის კაბინეტში," - განაცხადა მოძრაობა "ბრძოლა განათლებისთვის" წარმომადგენელმა ილია ჭანტურია.

დღის ამბები