27 ნოემბერი 2024,   12:53
ვრცლად
"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ინიციატივის ფარგლებში, მართლმსაჯულების საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართა 

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (SJC), სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის "გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" ფარგლებში მართლმსაჯულების საკითხებზე საჯარო დისკუსია გაიმართა.

დისკუსიაში მონაწილეობას საქართველოს სახალხო დამცველი და იურისტები იღებდნენ მონაწილეობას. ისინი სტუდეტებს მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელ რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრნენ. ღონისძიების დასასრულს კი ახალგაზრდების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

"ქართულ მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება ქირურგიული და მნიშვნელოვანი რეფორმა იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოს იმ სტანდარტებთან, რომელიც დადგენილი აქვს საქართველოს.

დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ეს საკითხები კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, ვიმსჯელოთ, წარმოვაჩინოთ, რათა სტუდენტებს ჰქონდეთ კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით რა გამოწვევები გაქვს, რა არის გასაკეთებელი და რას მივაღწევთ თუკი ამ ყველაფერს გამოვასწორებთ,"-აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე. 

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარის ზვიად კორძაძის განცხადებით,  მნიშვნელოვანია, ადამიანს განემარტოს, რომ სამართლიანი სასამართლო უშუალოდ მათ კეთილდღეობაზე აისახება. 

დღის ამბები