თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრს ეწვია.
ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში საკრებულოს წევრები, პარასპორტსმენებსა და პარასპორტის განვითარების ცენტრის დირექტორის მოადგილეებს შეხვდნენ და ის გარემო დაათვალიერეს სადაც პარასპორტსმენები ფიზიკურ მომზადებას გადიან.