საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის" ახლად აშენებული საფეხბურთო კომპლექსი დაათვალიერეს. კომპლექსში მილანის "ინტერის" აკადემია ფუნქციონირებს, სადაც 5 - დან 15 წლამდე ასაკის სამასამდე ბავშვი ირიცხება.
აკადემიაში ფეხბურთის ფედერაციის მიერ გაცემული UEFA - ს ლიცენზიების მქონე მწვრთნელები მუშაობენ. კომპლექსი მოიცავს ერთ სტანდარტულ და 4 მინი მოედანს, ტრიბუნებით, ხელოვნური განათებით და გასახდელებით.