27 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
საქართველო რეფორმების გატარების კუთხით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოდლოვა - სოზარ სუბარი

სოზარ სუბარის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი დაიმსახუროს.

სოზარ სუბარი ასევე აღნიშნავს, რომ ამ პროცესში ოპოზიციის ქმედებები სამწუხაროა.

"არცერთი ქართული ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს ლაპარაკობს საკონსტიტუციო ჩანაწერზე, არ მონაწილეობდა ამაში და პირიქით, ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და ხმა არ მისცეს კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელიც გულისხმობდა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის. თუ ლაპარაკია იმაზე, რომ ევროკავშირში წევრობა მოითხოვს გარკვეული რეფორმების გატარებას და გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას, მაშინ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველო ამ კრიტერიუმებით გაცილებით წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მხარდაჭერა მოვიპოვოთ. 

ძალიან სამწუხაროა ოპოზიციის როლი, რომელიც ამბობს რომ კანდიდატის სტატუსს საქართველო არ იმსახურებს, ან საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს, მაგრამ არ იმსახურებს საქართველოს მთავრობა", - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

დღის ამბები