27 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს გერმანიას, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას

სლოვაკეთის პრემიერ - მინისტრმა, ბერლინში ვიზიტისას გერმანიის კანცლერს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, - ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

ედუარდ ჰეგერის თქმით, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი იქნება, ხოლო ამ ქვეყნების შემდგომი ინტეგრაცია ბლოკში", დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

"ჩვენ არ შევამოკლებთ გზას, ჩვენ არ შევამცირებთ კრიტერიუმებს",- განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

ჰეგერი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს სჭირდება ევროპა იყოს ძლიერი და ეს ქვეყნები მოლოდინის რეჟიმში არიან. 

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება ევროპა იყოს ძლიერი და ეს ქვეყნები მოლოდინის რეჟიმში არიან," - ამბობს სლოვაკეთის პრემიერი.



დღის ამბები