27 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
"ავღნიშნავთ ამერიკა - საქართველოს ოცდაათწლიანი ურთიერთობის იუბილეს" - თარიღთან დაკავშირებით, კელი დეგნანი აჭარაში იმყოფება

30 წელი საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობიდან - თარიღთან დაკავშირებით, ამერიკის ელჩი აჭარაში იმყოფება.

კელი დეგნანმა საზეიმო, ოფიციალური მიღება ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა. შეხვედრას თითქმის ყველა სფეროსა და პოლიტიკური პარტიის, ასევე რელიგიური კონფესიების წარმომადგენელები ესწრებოდნენ.

ამერიკის ელჩმა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მომდევნო 2 დღის განმავლობაში, დეგნანი აჭარის ყველა მუნიციპალიტეტს ესტუმრება და იმ პროექტებს მოინახულებს, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით ხორციელდება.

"მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. ავღნიშნავთ ამერიკა - საქართველოს ოცდაათწლიანი ურთიერთობების იუბილეს. დღევანდელი მიღება გახლავთ იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ჩვენს არაჩვეულებრივ პარტნიორებს აჭარაში, ვისთანაც ბოლო 30 წლის მანძილზე, დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ბევრი პროექტი და ინიციატივა განხორციელდა ერთობლივად, რაც მიმართული იყო ეკონომიკის, სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით", - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები