"გორბის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, შეკითხვაზე: თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რამდენად იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?
გამოკითხულთა 85,9% თვლის, რომ იმსახურებს; 10,9% თვლის, რომ არ იმსახურებს; 3,2% ამბობს, რომ არ იცის.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა "გორბიმ" ჩაატარა. 2022 წლის 2-დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.