უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში სამი სოფელი გაათავისუფლეს - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების დაჯგუფება facebook-ში წერს. მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 15 კილომეტრით წინ წაიწიეს.
რუსულმა ჯარებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ლისიჩანსკზე, დაღუპულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 წლის ბავშვი, დაშავებულია ერთი ადამიანი.
დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი და ადგილობრივი მაღარო. აფეთქებების ხმა ისმოდა მიკოლაევის დასახლებებშიც. ოკუპანტებმა ხარკოვის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების დაბომბვაც განაახლეს.